ახალი ამბები

რუსული მხარე დარჩენილ ჩეჩენთა ექსტრადირებას ითხოვს

(თბილისი, 11 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 10 ოქტომბერს რუსეთმა საქართველოს ნოტა გაუგზავნა, სადაც ნარჩენილი ჩეჩნების რუსეთის ფედერაციისთვის სასწრაფოდ გადაცემას ითხოვს.

4 ოქტომბერს საქართველომ რუსეთს 13 ჩეჩენიდან ხუთი გადასცა, რამაც საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების პროტესტი გამოიწვია.

4 ოქტომბერს, საღამოს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 11 დაკავებული ჩეჩენისგან სარჩელი მიირო საქართველოსა და რუსეთს ეწინააღმდეგება.

მოსარჩლეები აცხადებენ, რომ რუსეთში ექსტრადიციით მათი უფლებები ირღვევა. ისინი ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) მუხლებს ეყრდნობიან.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განცხადების შესწავლამდე საქართველოს ხელისუფლებას ექსტრადირების შეჩერებისკენ მოუწოდა.

მსგავსი/Related

Back to top button