ახალი ამბები

ოპოზიციური ფრაქციები პრეზიდენტის გამოსვლას აკრიტიკებენ

(თბილისი, 11 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “აშკარაა, რომ პრეზიდენტი იგნორირებას უკეთებს ყველა იმ პრობლემას, რომელიც ქვეყანაში არსებობს”, განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატების ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე საუბრისას.

“ეს საბჭოთა სტილის მოხსენება იყო. თავი 60-იანი წლების კომუნისტური პარტიის სხდომაზე მეგონა”, აღნიშნა ახალი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის გამოსვლა ასევე გააკრიტიკეს ტრადიციონალისტთა ლიდერმა აკაკი ასათიანმა და ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ.

ედუარდ შევარდნაძის მოხსენება მხოლოდ პრეზიდენტის მხარდამჭერმა ფრაქციებმა მოიწონეს.

11 ოქტომბერს პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა შევარდნაძემ უკანასკნელ ათ წელიწადში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა, რის შემდეგაც პოლიტიკური დებატები გაიმართა.

მსგავსი/Related

Back to top button