ახალი ამბები

რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი თბილისში

(თბილისი, 11 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ პრონიჩევი თბილისში 10 ოქტომბერს საქართველოს უშიშროების მინისტრ ვალერი ხაბურძანიასთან ერთად ჩამოვიდა. 7-10 ოქტომბერს ხაბურძანია მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა.

თბილისში პრონიჩევი შეხვედრებს მართავს საქართველოს უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლებთან.

6 ოქტომბერს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ორი ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი/Related

Back to top button