ახალი ამბები

ნატოში გაწევრიანება საქართველოს სურვილია

(თბილისი, 11 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ნატოში გაწევრიანება საქართველოს სურვილია”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 11 ოქტომბერს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მისი თქმით, ეს არ არის შორეული პერსპექტივა, თუმცა მისი მიღწევა შეუძლებელი ნამდვილად არ არის.

საქართველოს პარლამენტმა სექტემბერში მიიღო რეზოლუცია, რომელიც მთავრობას ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პროცედურის დაწყებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი/Related

Back to top button