ახალი ამბები

შევარდნაძემ უკანასკნელი 10 წლის მიღწევებზე ისაუბრა

(თბილისი, 11 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკანასკნელი ათი წლის მანძილზე მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

“როდესაც 1992 წელს საქართველოში დავბრუნდი, საქართველო მორალურად განადგურებული ქვეყანა იყო. მე გადავწყვიტე დღეს მთელი ათი წელიწადი მიმომეხილა, ვინაიდან მეჩვენებინა, თუ რა ცვლილებები მოხდა იმ დროიდან დღემდე”, განაცხადა პრეზიდენტმა.

“საქართველოს ჰყავს დემოკრატიული წესით არჩეული პარლამენტი, პრეზიდენტი; ყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება და ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები”, აღნიშნა შევარდნაძემ.

პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დაწყებას და აშშ-ის მიერ დაფინანსებული წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას საქართველოში.

მსგავსი/Related

Back to top button