ახალი ამბები

პარლამენტმა აფხაზეთის სტატუსი განსაზღვრა

(თბილისი, 11 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 10 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში შესწორება შეიტანა და განსაზღვრა აფხაზეთის სტატუსი, როგორც ავტონომიური რესპუბლიკისა საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში.

საკონსტიტუციო შესწორებას 167-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა მხოლოდ ფრაქცია “აღორძინებამ”.

აქამდე საქართველოს კონსტიტუციაში ნათქვამი იყო, რომ აფხაზეთის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ.

ფრაქცია “აღორძინება” აცხადებდა, რომ აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა ხელს შეუშლიდა კონფლიქტის მოგვარებას.

მსგავსი/Related

Back to top button