ახალი ამბები

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ

(თბილისი, 10 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 10-11 ოქტომბერს თბილისში ქართულ-ამერიკული ბიზნეს-საბჭოს მეხუთე ერთობლივი კონფერენცია მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე და სხვა მაღალჩინოსანი წარმომადგენლები საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებიდან და საქმიანი წრეებიდან, ასევე ექსპერტები რეგიონისა და ეკონიმიკის საკითხებში.

კონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტებს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადრება გამახვილდება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის სფეროებში ინვესტიციების გაზრდის საკითხებს.

მსგავსი/Related

Back to top button