ახალი ამბები

რუსი და ქართველი მესაზღვრეები ერთობლივ გეგმებზე მუშაობენ

(თბილისი, 10 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 10 ოქტომბერს თბილისში მოსკოვიდან ჩამოვიდა რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქართველ მესაზღვრეებთან მოლაპარაკებებზე ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხს განიხილავს.

“მხარეები თანამშრომლობის დეტალებს განიხილავენ, რის შემდეგაც სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელები 17 ოქტომბერს ხელს მოაწერენ შეთანხმებას”, – აცნობა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ჩხეიძემ.

6 ოქტომბერს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა კიშინიოვში გამართულ შეხვედრაზე ორივე ქვეყნის მესაზღვრეების მიერ საზღვრის ერთობლივი გაკონტროლების სესახებ მოილაპარაკეს.

მსგავსი/Related

Back to top button