ახალი ამბები

ნარჩემაშვილმა დეპუტატებს ანტიკრიმინალურ ოპერაციაზე ინფორმაცია მიაწოდა

(თბილისი, 10 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა დღეს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტს პანკისის ანტიკრიმინალური ოპერაციის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

კომიტეტმა დადებითად შეაფასა ანტიკრიმინალური ოპერაცია. კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით სამართალდამცველები ორგანიზებულად მოქმედებდნენ.

ამასთან ნარჩემაშვილმა განაცხადა იმისთვის, რომ პანკისში სტაბილურობა შინაგანი ჯარების ხეობიდან გამოსვლის შემდეგაც შენარჩუნდეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ ზომებს იღებს. 

მსგავსი/Related

Back to top button