ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტი თავდაცვისთვის დაფინანსების გაზრდას მოითხოვს

(თბილისი, 10 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს გამართულ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა თავდაცვის სფეროსთვის დაფინანსების გაზრდას კატეგორიულად მოითხოვეს.

გასული 9 თვის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის დეფიციტმა 11 მილიონი ლარი შეადგინა. სამინისტროს ასევე არ მიუღია ის 11 მილიონი, რომელიც პარლამნეტის დადგენილების თანახმად, ფინანსთა სამინისტრომ დამატებით უნდა გამოყოს 2002 წელს.

კომიტეტმა ასევე მოითხოვა გაეზარდოს დაფინანსება საზღვრის დაცვის დეპარტამენტს 1 მილიონი ლარით.

მსგავსი/Related

Back to top button