ახალი ამბები

პარლამენტში აფხაზეთის პრობლემას განიხილავენ

(თბილისი, 10 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები აფხაზეთის პრობლემის განხილვას შეუდგნენ. პარლამენტის წევრებმა საქარტველოს კონსტიტუციაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის საკითხი უნდა გადაწყვიტონ.

ამჟამად საქართველოს კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ აფხაზეთის სტატუსი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ განისაზღვრება.

დეპუტატებმა წამოაყენეს წინადადება, რომ კონსტიტუციაში შეიტანონ ცვლილება და აფხაზეთის სტატუსი განისაზღვროს როგორც ავტონომიური რესპუბლიკისა ქართული სახელმწიფოს ფარგლებში.

ფრაქცია “აღორძინებამ” დეპუტატებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ ამ შესწორების შეტანისგან, რადგან ამ ფრაქციის წევრთა აზრით, აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა ხელს შეუშლის კონფლიქტის მოგვარებას.

მსგავსი/Related

Back to top button