ახალი ამბები

გაეროს დამკვირვებლებმა და სამშვიდობოებმა კოდორში მებრძოლები ვერ ნახეს

(თბილისი, 10 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში 9 ოქტომბერს გამოსცა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გაეროს დამკვირვებლებისა და დსთ-ის სამშვიდობოების მხრიდან ექვსდღიანი მონიტორინგის შედეგად კოდორის ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფებების ყოფნა არ დაფიქსირებულა.

ქართული და აფხაზური მხარეები უკანასკნელ ხანებში კოდორის ხეობასთან ძალების მობილიზაციაში ადანაშაულებენ.

მსგავსი/Related

Back to top button