ახალი ამბები

შევარდნაძე ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 11 ოქტომბერს გამოვა

(თბილისი, 9 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტი შევარდნაძე ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე 11 ოქტომბერს წარსდგება.

მისი გამოსვლა სექტემბრის ბოლოს იყო დაგეგმილი, თუმცა ის კიშინიოვში გამართული დსთ-ის სამიტის გამო გადაიდო.

ედუარდ შევარდნაძე დეპუტატებს უკანასკნელ 10 წლის მანძილზე ქვეყნის განვითარებაზე მოახსენებს. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პარლამენტის წევრები პოლიტიკურ დებატებს გამართავენ.

მსგავსი/Related

Back to top button