ახალი ამბები

თბილისის ადგილობრივი არჩევნების შედეგები ორ კვირაში გამოქვეყნდება

(თბილისი, 9 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ცენტრალური საარჩევნო კომისია 2 ივნისს თბილისში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგებს ორ კვირაში გამოაქვეყნებს, განაცხადა 8 ოქტომბერს კომიის თავმჯდომარემ ჯუმბერ ლომინაძემ.

მისი თქმით, ცსკომ ხმების გადათვლა 5 ოქტომბერს დაასრულა. წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ხმების გადათვლის შემდეგ არჩევნების შედეგები დიდად არ შეცვლილა.

ხმების გადათვლა ივნისში ნაციონალურმა მოძრაობამ მოითხოვა, რისი მიზეზიც არჩევნებისას დაფიქსირებული დარღვევები იყო. ხმების გადათვლის გამო ჯერ არ შეკრებილა თბილისის საკრებულო.

შედეგების თანახმად საკრებულოში ადგილების ყველაზე დიდი რაოდენობა ლეიბორისტულმა პარტიამ და ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვეს.


 

მსგავსი/Related

Back to top button