ახალი ამბები

ქართული და ამერიკული მხარეები სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ

(თბილისი, 9 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მეორე მოადგილე ევრზიის საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დარგში მირა რიკარდელი და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია 8-9 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძეს ხვდება. გუშინდელი შეხვედრის თემა იყო მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობა უსაფრთხოების დარგში.

დღეს კონფერენციას თურქეთის მხარეც შეუერთდება. შეხვედრა თურქეთს, აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში სამმხრივ თანამშრომლობას შეეხება. “ამ თვალსაზრისით აშშ-ისთვის თურქეთი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია”, განაცხადა 8 ოქტომბერს მირა რიკარდელმა.

ამერიკულმა დელეგაციამ მოინახულა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებული სახელმწიფო სამხედრო მართვის ცენტრი და მოისმინა მოხსენება პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციისა და აფხაზეთში არსებული სიტუაციის შესახებ.

ამერიკული მხარე ასევე შეაფასებს საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას.

მსგავსი/Related

Back to top button