ახალი ამბები

მხარეები პუტინისა და შევარდნაძის შეთანხმების განხორციელებაზე მსჯელობენ

(თბილისი, 9 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია 8 ოქტომბერს მოსკოვში მის რუს კოლეგას ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა. მინისტრებმა ედუარდ შევარდნაძისა და ვლადიმერ პუტინს შორის 6 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე იმსჯელეს.

როგორც რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახური იუწყება, ორი ქვეყნის მინისტრებმა საზღვრის ერთობლივი პატრულირების, ტერორიზმში ეჭვმიტანილთა კანონის თანახმად შესაძლო ექტრადირებისა და ორი ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მსგავსი/Related

Back to top button