ახალი ამბები

აშშ საქართველოში რელიგიური უფლებების მდგომარეობას აკრიტიკებს

(თბილისი, 8 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “რელიგიური თავისუფლების ხარისხი გაუარესდა, თავდახმების სიხშირე გაიზარდა და ძალადობის აქტები შეუბრალებლად იქნა ჩადენილი”, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ მსოფლიოში რელიგიური თავისუფლებების შესახებ 7 ოქტომბერს გაკეთებულ მოხსენებაში. 

“ადგილობრივი პოლიცია და უშიშროების ძალები აგრძელებდნენ არატრადიციული რელიგიური უმცირესობის ჯგუფების შევიწროვებას…ზოგიერთ შემთხვევბში ისინი თავად მონაწილეობდნენ ან ხელს უწყობდნენ ამ ჯგუფების წევრებზე თავდასხმებს”, ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენების თანახმად, საქართველოს პოლიცია ვერასოდეს ახერხებდა მართლმადიდებელი ექსტრემისტებისათვის პასუხის გაცემას, რომელთა უმრავლესობა “ბასილ მკალალვიშვილის მიმდევრები არიან”.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ მოხსენებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურა არის გაკრიტიკებული მართლმადიდებელი ექსტრემისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღუძვრელობისათვის. 

მსგავსი/Related

Back to top button