ახალი ამბები

აშშ პუტინისა და შევარდნაძის შეხვედრას მიესალმება

(თბილისი, 8 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) -“პრეზიდენტმა შევრდნაძემ და პრეზიდენტმა პუტინმა თავიანთი შეხვედრა კიშინიოვში დადებითად შეაფასეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით და მხარს ვუჭერთ მათ ერთობლივ მუშაობას პანკისის ხეობასა და რეგიონში. ჩვენ მივესალმებით იმ შესაძლებლობას, რომ ისინი შეთანხმდნენ შემდგომ ერთობლივ მოქმედებაზე”, განაცხადა 7 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა.

რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები ერთმანეთს ექვს ოქტომბერს გამართულ დსთ-ის სამიტზე შეხვდნენ კიშინიოვში.

ორი პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს საზღვრის ერთობლივ პატრულირებასა და ძალოვანი უწყებების თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. რუსეთმა აგრეთვე დაარწმუნა თავისი რუსი კოლეგა, რომ საქართველო გადასცემს ყველა ჩეჩენს, რომელიც საქართველოში იქნა დაკავებული.  

მსგავსი/Related

Back to top button