ახალი ამბები

პარლამენტი დანაშაულში ეჭვმიტანილ დეპუტატებზე ინფორმაციას ითხოვს

(თბილისი, 8 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ფრაქციამ “გაერთიანებული დემოკრატები” დღევანდელ პარლამენტის სხდომაზე გენერალურ პროკურატურას იმ დეპუტეტებზე მოსთხოვეს მოხსენების გაკეთება, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულში არიან ეჭვმიტანილნი. მოხსენების ბოლო ვადად მათ ოქტომბრის მიწურული დაასახელეს.

უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებული საიდუმლო დოკუმენტის ერთ-ერთი მუხლი სამართალდამცველებს იმ საქმეების გამოძიებას სთხოვს, სადაც დეპუტეტები სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში არიან ეჭვმიტანილნი. 

ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატები”, რომლის ლიდერიც ზურაბ ჟვანიაა, გენერალურ პროკურორს ასევე სთხოვს, რომ აუხსნას პარლამენტის წევრებს, თუ რატომ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე იმ დეპუტატების მიმართ, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულში არიან ეჭვმიტანილნი.

გაერთიანებული დემოკრატების ინიციატივას მხარს უჭერენ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და სხვა საპარლამენტო ფრაქციები.

მსგავსი/Related

Back to top button