ახალი ამბები

შევარდნაძემ პუტინს ჩეჩენი ლტოლვილების დასაბრუნებლად მეტი მუშაობისკენ მოუწოდა

(თბილისი, 8 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 7 ოქტომბერს პრეზიდენტმა შევარდნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტს საქართველოში სპეციალური კომისიის გამოგზავნა სთხოვა, რომელიც ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე იმუშავებს.

პანკისის ხეობაში ამჟამად 3800 ჩეჩენი ლტოლვილი იმყოფება.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა დღეს განაცხადა, რუსული კომისიის ჩამოსვლა უახლოეს მომავალში არის მოსალოდნელი. მისი თქმით, საქართველო მზად არის რუსეთს ლტოლვილების რეპატრიაციაში დაეხმაროს.

სპეციალური კომისია საქართველოში თებერვალში ჩამოვა და ქართულ მხარესთან ერთად რეპატრიაციის გეგმას შეიმუშავებს.

საქართველოს ხელისუფლება რუსეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს იმ ჩეჩნებისთვის, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდებიან. 

მსგავსი/Related

Back to top button