ახალი ამბები

შევარდნაძის თქმით, პუტინთან შეხვედრა გარდამტეხი იყო

(თბილისი, 8 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 7 ოქტომბერს გვიან ღამით კიშინიოვის სამიტიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში გარდამტეხი იყო.

“საქართველომ აიღო პასუხისმგებლობა შეასრულოს ზოგიერთი ვალდებულება, რომელთა შესრულებასაც რუსეთი საქართველოსგან დასაფუთებულად ითხოვს და რომლებიც საქართველოს ინტერესებშიც შედის”, განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

შეხვედრისას ორი ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ საქართველო რუსეთს იმ ჩეჩნებს გადასცემს, რომლებიც სავარაუდოდ მებრძოლები არიან და რომლებიც ახლა თბილისის ორთაჭალის ციხეში იმყოფებიან.  

 

მსგავსი/Related

Back to top button