ახალი ამბები

საქართველო ჩეჩენი მებრძოლების შემოჭრას წინასწარმეტყველებს

(თბილისი, 8 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ვალერი ჩხეიძემ 7 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინგუშეთში და ჩეჩნეთში მყოფი ჩეჩენი მებრძოლები საქართველოში შემოჭრას შეეცდებიან.

“ამ მოსაზრებას საქართველოს დაზვერვის სამსახურიც ადასტურებს”, დასძინა ვალერი ჩხეიძემ.

რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები 6 ოქტომბერს კიშინიოვში გამართულ შეხვედრაზე საზღვრის ერთობლივად გაკონტროლებაზე შეთანხმდნენ. ჩხეიძის თქმით, ამ საკითხზე მის კოლეგასთან საუბარს ის უახლოეს მომავალში აპირებს.

მსგავსი/Related

Back to top button