ახალი ამბები

რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

(თბილისი, 7 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – მი-8 ტიპის რუსულმა ვერტმფრენმა 7 ოქტომბერს დარიალის ხეობასთან საქართველოს საჰაერო სივრცე ოთხჯერ დაარღვია.

“პირველად რუსეთიდან ვერტმფრენი 00.05 საათზე შემოიჭრა და საქართველოს ტერიტორია მალევე დატოვა. ვერტმფრენი საქართველოში 00.20 საათზე დაბრუნდა, თუმცა რუსეთისკენ წასული საქართველოს საჰაერო სივრცეში კიდევ რამდენიმე წუთში შემოიჭრა. უკანასკნელად რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დღეს დილით 10.20 საათზე დაარღვია”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრესმდივანმა შალვა ლონდარიძემ.

აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ეცნობა რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის დეპარტამენტს.

მსგავსი/Related

Back to top button