ახალი ამბები

საქართველო რუსეთს დარჩენილ 8 ჩეჩენს გადასცემს

(თბილისი, 7 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ შევარდნაძის რწმუნებით საქართველო რუსეთს იმ ყველა დანარჩენ ჩეჩენს გადასცემს, რომელიც თბილისში წინასწარ დაკავებაში იმყოფება.

4 ოქტომბერს ცამეტი დაკავებული ჩეჩენიდან საქართველომ რუსეთს 5 გადასცა. ეს ჩეჩნები ქართველმა მესაზღვრეებმა 8 აგვისტოს დააკავეს. მათგან 8 ჯერ კიდევ თბილისის ორთაჭალის ციხეში იმყოფება. რუსეთი მათ ექსტრადირებას ითხოვს.

სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება გააპროტესტა და განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში კანონი პოლიტიკის მსხვერპლად იქცა.

Back to top button