ახალი ამბები

რამდენიმე დაკავებული შეიძლება დაკავშირებული იყოს პიტერ შოუს გატაცებასთან

(თბილისი, 5 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ბრიტანეთის მოქალაქე პიტერ შოუს გატაცებასტთან დაკავშირებით ერთ-ერთ ბრიტანულ გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის გამო ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დებორა ჯონსი 4 ოქტომბერს სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს შეხვდა.

5 ოქტომბერს კი რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს პიტერ შოუს გატაცებაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი.

როგორც “სივილ ჯორჯიას” შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსმა პაატა გომელაურმა განუცხადა, გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე დაკავებულს კავშირი ჰქონდეს შოუს გატაცებასთან. სხვა კომენტარებისგან გომელაურმა თავი შეიკავა.

საქართველოს აგრობიზნესბანკის დირექტორი, ბრიტანეტის მოქალაქე პიტერ შოუ რამდენიმე თვის წინ გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან. სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა რამდენჯერმე გამოთქვეს ვარაუდი, რომ პიტერ შოუ გამტაცებლებს შეიძლება პანკისის ხეობაში ჰყავდეთ დაკავებული, სადაც 25 აგვისტოდან ანტიკრიმინალური ოპერაცია მიმდინარეობს.

მსგავსი/Related

Back to top button