ახალი ამბები

საქართველო ჩეჩნების გადასაცემად მოსკოვიდა სპეცრეისს ელოდება

(თბილისი, 4 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “რუსეთის გენერალური პროკურატურო მზად არის მიიღოს 5 ჩეჩენი, მოსკოვში რეისი გუშინ უნდა ყოფილიყო თუმცა ახლაც ველოდებით,” განაცხადა თედო ჯაფარიძემ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.

მე-5 საპყრობილის ადმინისტრაციამ, სადაც დაკავებული ჩეჩნები იმყოფებიან, დაადასტურა, რომ 13 ჩეჩენიდან 5 საპყრობილედან გაყვანილია.

საპყრობილის წინ საპროტესტო აქციას მართავენ ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც რუსეთისთვის 5 ჩეჩენის ექსტრადიციას აპროტესტებენ. ანალოგიური აქცია პანკისშიც იმართება.

13 შეიარაღებული ჩეჩენი ქართველომა მესაზღვრეებმა 3-5 აგვისტოს რუსეთის საზღვრის სიახლოვეს დააკავეს.

მსგავსი/Related

Back to top button