ახალი ამბები

ინიციატივას ჩეჩნების ექსტრადირების შესახებ ინციდენტი მოჰყვა

(თბილისი, 4 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს ორთაჭალის ციხიდან 5 დაკავებული ჩეჩენი გაიყვანეს. არსებობოს ინფორმაცია, რომ ისინი რუსულ მხარეს უნდა გადასცენ.

ქართული მხარის ინიციატივას – 13 დაკავებული ჩეჩენიდან ხუთი რუსულ მხარეს გადასცეს, წინასწარი დაკავების საკნებში ინციდენტი მოჰყვა.

წინასწარი დაკავების საკნებში მყოფი სხვა დაკავებულები ჩეჩენთა გაყვანას გაუძალიანდნენ, რასაც დაკავებულებსა და მცველებს შორის ჩხუბი მოჰყვა.

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები საქართველოში თბილისში ორთაჭალის ციხის წინ შეიკრიბნენ. ისინი ექსტრადიციის წინააღმდეგ გამოდიან.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუთი ჩეჩენი რუსულ მხარეს ჯერ კიდევ 3 ოქტომბერს გადასცეს, თუმცა რუსი და ქართველი სახელმწიფო მოხელეები ამ ცნობას უარყოფენ. როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურა იუწყება, ქართული და რუსული მხარეები ექსტრადიციასთან დაკავშირებით უკვე შეთანხმდნენ, თუმცა ექსტრადიციის ზუსტი თარიღი უცნობია.

მსგავსი/Related

Back to top button