ახალი ამბები

საქართველო რუსეთს ჩეჩენ მებრძოლებს გადასცემს

(თბილისი, 4 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოსა და რუსეთის პროკურატურები შეთანხმდნენ, რომ საქართველო რუსეთს დაკავებული 13 ჩეჩენიდან 5-ს გადასცემს. დაკავებული ჩეჩნები სავარაუდოდ მებრძოლები არიან.

3 და 5 აგვისტოს რუსეთის საზღვართან ქართველმა მესაზღვრეებმა შეიარაღებულ ჩეჩენთა ორი ჯგუფი დააკავეს.

ჩეჩნური დიასპორის არაოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ხიზრი ალდამოვი ირწმუნება, რომ ხუთი ჩეჩენი უკვე გადაეცა რუსეთის მხარეს. როგორც გენერალური პროკურატურიდან ინფორმირებულმა წყარომ “სივილ ჯორჯიას” აცნობა, ჩეჩნები რუსეთისთვის ჯერ არ გადაუციათ.

ჩეჩნების გადაცემას რუსეთი საქართველოსგან კატეგორიულად მოითხოვს. ქართული მხარე კი იმ სამხილებს ელოდებოდა, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ამ ჩეჩნებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მართლაც ჩაიდინეს დანაშაული.

მსგავსი/Related

Back to top button