ახალი ამბები

ავტოკატასტროფაში ჟურნალისტი დაიღუპა

(თბილისი, 3 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) დღეს ავტოკატასტროფაში დაიღუპა ტელეკომპანია “მეცხრე არხის” ჟურნალისტი ნინო გაბიძაშვილი. მასთან ერთად მანქანაში იმყოფებოდნენ მეცხრე არხისა და პირველი არხის ოპერატორები, რომლებმაც სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს და ისინი საავადმყოფოში მოუათავსეს.

მსუბუქი ავტომანქანა, რომლითაც ჟურნალისტები მგზავრობდნენ, ზესტაფონთან სატვირთო მანქანას შეეჯახა. ავარიის მიზეზები უცნობია.

მსგავსი/Related

Back to top button