ახალი ამბები

საქართველო უარყოფს პანკისში ჩეჩენთა მთავარი შტაბის არსებობას

(თბილისი, 3 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) საქართველოს უშიშროების სამინისტრომ კატეგორიულად უარყო რუსეთის პრეზიდენტის საინფორმაციო სამმართველოს მიერ გავრცელებული ცნობა, თოთქოს ფედერალური ძალების წინააღმდეგ მებრძოლი ჩეჩნების მთავარი შტაბი პანკისის ხეობაში გადაიტანეს.

“ეს რუსეთის მხრიდან პროვოკაციების გაგრძელებაა”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” უსიშროების სამინისტროს პრესს-სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ლალიაშვილმა.

“ახლახანს საქართველოში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები ჩვენი თხოვნით პანკისის ხეობაში იმყოფებოდნენ. მათ ხეობის ყველა სოფელი მოინახულეს და იქ არანაირი “ბოევიკები” არ შეხვედრიათ”, – განაცხადა ლალიაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button