ახალი ამბები

შიდა ქართლში პოლიცია გააქტიურდება

(თბილისი, 3 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) დღეს გორში გამართულ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფართოებულ კოლეგიის სხდომაზე გადაწყდა, რომ აუცილებელია შიდა ქართლში კრიმინალთა წინააღმდეგ ღონისძიებათა გატარების გააკტიურება.

სამართალდამცველები ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ ფართო მაშტაბიანი ანტი-კრიმინალური ოპერაციის ჩატარებაზე.

როგორც კოლეგიის სხდომაზე გახდა ცნობილი, ბოლო ორი თვის განმავლობაში შიდა ქართლში 30 მკვლელობის ფაქტია აღრიცხული. ხოლო გორი-ცხინვალის ტრასაზე მხოლოდ წელს 40 თავდასხმა მოხდა.

მსგავსი/Related

Back to top button