ახალი ამბები

რუსეთი სამხედრო ბაზების პირად შემადგენლობას ამცირებს

(თბილისი, 3 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 2 ოქტომბერს ამიერკავკასიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების შტაბის განცხადებით, დაჯგუფება ბათუმში რუსული სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის შემცირებას აპირებს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი” შტაბის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბაზის პირადი შემადგენლობა 300 სამხედრო მოსამსახურე შემცირდება. ყწაროს თქმით, პირადი შემადგენლობის შემცირება სამხედრო ბაზის ბრძოლისუნარიანობას არ შეასუსტებს.

სააგენტოს ცნობით, პირადი შემადგენლობა ახალქალაქის სამხედრო ბაზაზეც შემცირდება, საიდანაც 700 სამხედროს დაითხოვენ.

1999 წლის ეუთოს სტამბულის შეთანხმების საფუძველზე, რუსეთის ფედერაცია ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ბაზები გააუქმოს.

მსგავსი/Related

Back to top button