ახალი ამბები

სამართალდამცველების თქმით, შოუს საქმის გამოძიებაში პროგრესია

(თბილისი, 3 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ქართველი სამართლადამცველები ირწმუნებიან, რომ მათ ბრიტანელი პიტერ შოუს გატაცებასთან დაკავშირებით ახალი სამხილები გააჩნიათ, რაც იმას მოწმობს, რომ გამოძიება სწორი გზით მიდის.

როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ გუშინ, 2 ოქტომბერს, განაცხადა, “გამოძიებაში პროგრესი შეინიშნება”. სამართალდამცველების თქმით, პიტერ შოუ ცოცხალია და ის ამჟამად პანკისის ხეობაში იმყოფება, სადაც სამართალდამცველები მორიგი ანტიკრიმინალური ოპერაციის განხორციელებას აპირებენ.

1 ოქტომბერს ევროკავშირმა საქართველოს გამაფრთხილებელი განცხადება გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის შემთხვევაში, ევროკავშირი საქართველოს ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს. პიტერ შოუ თბილისში ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის ექსპერტი იყო. ის თბილისიდან სამი თვის წინ გაიტაცეს.

მსგავსი/Related

Back to top button