ახალი ამბები

აშშ აქტიურად ერთვება აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში

(თბილისი, 2 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 1 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდეტის ადმინისტრაციის საგანგებო დავალებათა ელჩი რუდოლფ პერინა საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძესა და საგანგებო საქმეთა მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს შეხვდა, სადაც საქართველოს კონფლიქტის ზონებში შექმნილი სიტუაცია განიხილეს.

“ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების გზები განვიხილეთ, და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი აზრები ემთხვევა ერთმანეთს”, – განაცხადა საქართველოს ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რედოლფ პერინამ.

საქართველოში აშშ-ის წარმომადგენელი სექტემბერში აშშ-ში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის ვიზიტის შემდეგ ჩამოვიდა. აშშ-ში ვიზიტის დასრულებისას მენაღარიშვილმა განაცხადა, რომ მომავალში აშშ აპირებს აქტიურად ჩაერთოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში. თუმცა, როგორც პერინამ თბილიში განაცხადა, აშშ კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთის როლის უგულვებელყოფას არ აპირებს.

მსგავსი/Related

Back to top button