ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოს აფრთხილებს

(თბილისი, 2 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საბჭოს სხდომაზე 1 ოქტომბერს ევროკავშირმა გააფრთხილა საქართველო რომ თუ ქვეყანაში უცხოელების უსაფრთხოების ზომები არ გაიზრდება ორგანიზაცია საქართველოს ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს.

ევროკავშირი შეშფოთებულია ბრიტანელი მოქალაქის პიტერ შოუს გატაცების ფაქტით, რომელიც სავარაუდოდ პანკისის ხეობაში ყავთ გამტაცებლებს დაკავებული. პიტერ შოუ თბილისიდან სამი თვის წინ გაიტაცეს.

ბი-ბი-სი იტყობინება, რომ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხდომაზე, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილიც ესწრებოდა, დანიის მინისტრმა ევროპულ საქმეთა საკითხებში ბერტელ ჰაარდერმა განაცხადა, რომ გატაცების ფაქტმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამების განხორციელებაზე შესაძლოა დიდად იმოქმედოს.

ბი-ბი-სის ცნობით, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთ ოფიციალურ პირს ეყრდნობა, უბრალოდ შეუძლებელი გახდება საქართველოში დახმარების პროგრამების განხორციელება, რადგან “იქ [საქართველოში] აღარავის სურს წასვლა.”

მსგავსი/Related

Back to top button