ახალი ამბები

ევროკავშირისთვის კავკასიაში სტაბილუ-რობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

(თბილისი, 2 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ დანიის მინისტრმა ევროპის საკითხებში ბერტელ ჰაარდერმა განაცხადა, რომ “რეგიონში [კავკასიის] სტაბილურობას ევროკავშირისთვის სასიცოცხლო სტრატეგიული ინტერესი აქვს”.

“ევროკავშირმა ასევე ხაზი გაუსვა რეგიონში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების აუცილებლობას”, დასძინა მან.

ბერტელ ჰაარდერის თქმით, გაუმჯობესებული შიდა უსაფრთხოება და კორუფციის აღმოფხვრა აუცილებელია იმისათვის, რათა რეგიონში ევროპული კერძო ინვესტიციები გაიზარდოს და გაუმჯობესდეს ეკონომიკა.

ჰაარდერმა ევროკავშირის სახელით დასძინა, რომ ევროკავშირმა რუსეთსა და საქართველოს მათ შორის არსებული საზღვრის უკეთ გაკონტროლებისკენ მოუწოდა. “ევროკავშირი გამუდმებით სთხოვს რუსეთსა და საქართველოს, რომ გააკონტროლონ საკუთარი ტერიტორიები და პატივი სცენ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას”, აღნიშნა მან.

მსგავსი/Related

Back to top button