ახალი ამბები

ქართველმა სამხედროებმა თავისი რუსი კოლეგები დააკავეს

(თბილისი, 30 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დასავლეთ საქართველოში სიმონეთთან ქართველომა სამხედროებმა 7 მსუბუქი ავტომობილი დააკავეს, რომლითაც რუსი სამხედროები თბილისიდან ბათუმში მიემგზავრებოდნენ.

ქართული მხარის მტკიცებით რუს სამხედროებს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების ნებართვა არ გააჩნდათ.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ქართველი სამხედროები მოითხოვენ რომ კოლონა უკან თბილისში გაბრუნდეს.

რუსული მხარის მტკიცებით მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებისას სპეციალური ნებართვა საჭირო არ არის.

მსგავსი/Related

Back to top button