ახალი ამბები

ქართული სამხედრო თვითმფრინავები საქართველო-რუსეთის საზღვარს აკონტროლებენ

(თბილისი, 30 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველო რუსეთთან საზღვარს ახლა უკვე სუ-25 ტიპის გამანადგურებლებით აკონტროლებს, განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა ჯონი ფირცხალაიშვილმა 28 სექტემბერს.

თავდაცვის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება, საზღვარი სამხედრო თვითმფრინავებით გააკონტროლოს, რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გამუდმებულ დარღვევას მოჰყვა.

27 სექტემბერს საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩეჩნეთის საზღვართან, საქართველოს საჰაერო სივრცეში 10 წუთის განმავლობაში დაფრინავდა.

მსგავსი/Related

Back to top button