ახალი ამბები

პანკისის ოპერაციის სამხედრო ფაზა არაერთგვაროვანი შედეგებით დასრულდა

დღეს საქართველოს შინაგან სამქეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა ოფიციალურად განაცხადა პანკისის ოპერაციის სამხედრო ფაზის დამთავრება. მან ასევე აღნიშნა, რომ გაგრძელდება პოლიციური ოპერაცია დამნაშავეთა გამოვლენისა და დაკავების მიზნით, მაგრამ სამხედროსაფრთხე უკვე აღა არსებობს, რადგან ჩეჩენი მებრძოლები აღარ იმყოფებიან ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ეს განცხადება გაკეთდა ზუსტად ერთი დღის შემდე რაც რუსეთის ფედერალური ძალები ჩაებნენ ბრძოლაში დიდ დაჯგუფებასთან ინგუშეთში – ჩეჩნეთის მეზობელ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკაში. რუსეთის უმაღლესი სამხედრო პირები ირწმუნებიან, რომეს მებრძOლები რუსეთში საქართველოდან გამდოვიდნენ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი ივანოვს უკვე გაფრთხილებული ყავს ქართული მხარე, რომ თუ დამტკიცდება, რომ ეს მებრძOლები მართლაც საქართველოდან გადმოსულები არიან, მაშინ უკანაკსნელი ინციდენტი ინგუშეთში გახდება “ბოლო წვეთი მოთმინების ფიალაში” და გამოიწვევს რუსეთის დარტყმებს საქართველოში ტავშეფარებული ტერორისტების წინააღმდეგ.

26 სექმეტბერს ვარშავაში ივანოვმა განაცხადა, რომ რუსეთზე თავდასხმები საქართველოში არსებული ტერორისტების ბაზებიდან “სამწუხაროდ ხშირად ხდებოდა”. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ პუტინის სიტყვები,მ რომელმაც სექტმებრის დასაწყისში განაცხადა, რომ რუსეთს აქვს უფლება ცალმხრივად განახორციელოს სამხედრო ქმედებები საქართველოში.

ქართველი სამართალდამცავები დარწმუნებულნი არიან, რომ ქართული მხარისადმი წაყენებული ბრალდება უსამართლოა, რადგან თუ მებრძოლები მართლაც საქართველოდან გადავიდნენ, მაშინ მათ უნდა გადაეკვეთათ არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი, რომელიც რუსული მხარის რწმუნებით მთლიანად ჩაკეტილია, არამედ ორი ასევე ძლიერად დაცული ადმინისტრაციული საზღვარი: ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის.

საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ჩხეიძემ აღნიშნა, რომ “არ შეიძლება ქართულ მხარეს დაბრტალდეს ის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე 100 კილომეტრის სიღრმეში მებრძოლთა ჯგუფი მოქმედებს”.

რუსეთის მიერ ცალმხრივად სამხედრო ოპერაციის განხორციელება სულ უფრო არარეალური ხდება მას შემდეგ რაც აშშ მყარად ამოუდგა გვერდში საქართველოს რუსეთთან დიპლომატიურ ომში.

თუმცა ქართველ სამართალდამცავებს არ შეუძლიათ იამაყონ პანკისში 25 აგვისტოდან მათ მიერ წარმოებული ოპერაციის შედეგების სიდიდით. უეჭველია, რომ ოპერაციამ მიაღჭიაუმთავრეს მიზანს – პანკისის ხეობა იმყოფება საქართველოს შინაგანი ძალების უშუალო კონტროლის ქვეშ, მათი ბლოკპოსტები განთავსებულია იმ ადგილებში, რომლებიც ადრე ხელმიუწვდომელნი იყვნენ სამართალდამცავებისათვის.

სახელმწიფო უშიშროების მინისტრთან ვალერი ხაბურძანიასთან 27 სექტემბერს ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე კობა ნარჩემაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჩეჩენმა მებრძოლებმა უკვე დატოვეს პანკისი.

27 სექტემბერსვე ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია ამიერიდან ძირითადად დაკავებული იქნება კრიმინალების დაპატიმრებით. როგორც მან აღნიშნა,უკვე დაკავებულ იქნა დანაშაულში ეჭვმიტანილი 15 პიროვნება უშუალოდ ხეობაში და 41 – მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ამოღებული იქნა დიდი რაოდენობის იარაღი, ფეთქებადი მასალა, სამხედრო აღჭურვილობა და რამოდენიმე გატაცებული მანქანა.

“სამართალდამცავები გააგრძელებენ დამნაშავეთა დევნას ხეობაში,რათა შენარჩუნდეს დღეისათვის ანტი-კრიმინალური ოპერაციის შედეგად მიღწეული სტაბილური ვითარება” – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

თუმცა, შინაგან საქმეთა მინისტრს არ შეუძლიადაიკვეხნოს წარმატებით იმ მძევალთა გათავისულფების საკითხში, რომლებიც სავარაუდოდ პანკისის ხეობაშიიმყოფებიან. ბრიტანელი პიტერ შოუ და ქართველი ბერი ბასილ მაჩიტაძე ჯერ კიდევ იმყოფებიან გამტაცებელთა ტყვეობაში პანკისში. მათი გათავისულფება მინისტრიეს მიერ დასახელებულ იქნა როგორც ოპერაციის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა.

ქართველ სამართალდამცავებს ასევე მოუწევთ დამაჯერებელი განმარტებების გაკეთება ჩეჩენი მებრძოლების მიერ საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ წამოყენებული ბრალდებების თაობაზე. ამ მხრივ ვითარება გართულდა 26 სექტემბრის პრესკონფერენციაზე უშიშროების მინისტრის მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის მიერ გაკეთებული გაურკვეველი განცხადების შემდეგ. ნაცვლიშვიმლა განაცხადა, რომ ქართული მხარე წინ არ აღუდგება ჩეჩენი მებრძოლების სურვილს დატოვონ საქართველო და შეაღწიონ რუსეთში.

საქართველოს საგარეოსაქმეთა სამინისტრომ ასევე დაადასტურა, რომ ბრიტანელი დამოუკიდებელი ჟურნალისტი როდრიკ სკოტი, რომლის გვამი ნაპოვნიიქნა ინგუშეთში,სოფელ გალაშხთან შეტაკების შემდეგ, შემოვიდა საქართველოში ა.წ. ივნისში და მის ვიზას ვადა 15 სექტემბერს გაუვიდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ განაცხადა, რომ სამინისტროს არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო ჟურნალისტმა ,ებრძოლებთან ერთად ინგუშეთში შეღწევა.

ამგვარად პანკისის ოპერაციამ პასუხი გასცა საქართველოს უსაფრთხოების რამოდენიმე პრობლემას, მაგრამ არა ყველას და მხოლოდ ნაწილობრივ. სხვა საფრთხეები, როგორიცაა რუსეთის მუქარა პრევენტიული დარტყმების განხორციელების თაობაზე, მხოლოდ ოპერაციის დაწყების შემდეგ წარმოიშვნენ და მათთან დაკავშირებით დამატებითი რეაგირება იქნება საჭირო.

კრიმინალური საფრთხის აღმოფხვრის თვალსაზრისით გარკვეული წარმატება აშკარად მიღწეულია და საფუძველი გამოძიებისა და განსჯისათვის მომზადებულია, მაგრამ სამუშაოს დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის.

ჯაბა დევდარიანი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button