ახალი ამბები

საქართველომ პანკისის პრობლემა საკუთარი ძალებით უნდა მოაგვაროს – ბაუჩერი

(თბილისი, 30 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – აშშ აღიარებს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტერორისტების არსებობას, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა საქართველომ საკუთარი ძალებით უნდა აღმოფხვრას.

“საუკეთესო საშუალება პანკისის პრობლემის მოსაგვარებლად არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ – ჩვენ ვწვრთვნით საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რათა მათ შეძლონ დამოუკიდებლად დაიცვან საკუთარი საზღვრები,” განაცხადა 27 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე რიჩარდ ბაუჩერმა, ა.შ.შ.-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

“მივიჩნევთ, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობაც. ჩვენ უკვე შევთავაზათ ორივე მხარეს როგორც თანამშრომლობის ორმხრივი, ასევე სამმხრივი ფორმატი,” განაცხადა ბაუჩერმა.

მსგავსი/Related

Back to top button