ახალი ამბები

საქართველო პანკისის პრობლემას 2 საათში გადაწყვეტს – აცხადებს ხაბურძანია

(თბილისი, 27 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველო პანკისის პრობლემას 2 საათში გადაწყვეტს, თუ რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს ჩეჩნეთის პრობლემას, – განაცხადა საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ 27 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ხაბურძანიას თქმით, თუ ბრძოლები რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ბოევიკები რუსეთში იმყოფებიან, საქართველოს ხელისუფლება ამ პრობლემას ვერანაირად ვერ მოაგვარებს.

რაც შეეხება ინგუშეთის სოფელ გალაშკიში მომხდარი ბრძოლების შედეგად დაღუპულ ჩეჩენთა შორის თითქოსდა ქართველი სტუდენტის გვამის აღმოჩენის შესახებ ცნობებს, უშიშროების მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე ასეთ ინფორმაციას არ ფლობს.

ხაბურძანიას თქმით, რუსეთის მედიცინა საკმაოდ შორს წასულა, თუ რამდენიმე საათის განმავლობაში გვამის ეთნიკური წარმომავლობის დადგენა შეუძლია. 

საბუთების გაყალბება ჩვენი მოგონილი არ არის, ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთის სპესამსახურებს არანაირი საბუთის გაყალბება არ გაუჭირდება. იმის მტკიცებას, რომ დაღუპული საქართველოს მოქალაქეა, სერიოზული გამოკვლევა და გამოძიება სჭირდება, – განაცხადა საქართველოს უშიშროების მინისტრმა.

მსგავსი/Related

Back to top button