ახალი ამბები

ამერიკულმა კომისიამ საქართველოში არსებული ვითარება განიხილა

(თბილისი, 27 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის უშიშროებისა და თანამშრომლობის კომისიამ ევროპაში 24 სექტემბერს ვაშინგტონში გამართა მოსმენა – “საქართველო: დემოკრატია, ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება”.

სხდომის თანათავმჯდომარემ გორდონ სმიტმა აღნიშნა, რომ საქართველოში არსებულ პრობლემათაგან უმთავრესი არის “სისტემატური, კონტროლიდან გამოსული კორუფცია, რომელიც ეკონომიკურ რეფორმებს აფერხებს და ასუსტებს პოლიტიკას”.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და აშშ-ის ხელისუფლების ლექციების მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მას არ ალუძს ან არ შეუძლია გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ბოროტის [კორუფციის] აღმოსაფხვრელად”, განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.

სენატორ სმიტის თქმით, “შეშფოთების საფუძველს იძლევა დემოკრატიზაციის პროცესიც”. მოსმენაზე მან ისაუბრა საქართველოში ბოლოს გამართულ არჩევნებზე, “რომელიც 2003 წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებზე გვაფიქრებს”.

მოსმენაზე საქართველოს ხელისუფლება მკაცრად გააკრიტეს რელიგიურ უმცირესობებზე განხორციელებული დაუსჯელი თავდასხმების გამო. “რაოდენ საზარელია იმაზე ფიქრი, რომ დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები 1930-იანი წლების გერმანიას მოგვაგონებს”, აღნიშნა სენატორმა სმიტმა.

მოსმენაზე ასევე განიხილეს საქართველოს უსაფრთხოების საკითხები. სენატორებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მხიდან საქართველოსადმი მიმართული მუქარის გამო და მხარი დაუჭირეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მსგავსი/Related

Back to top button