ახალი ამბები

საქართველომ ჩეჩენ მებრძოლებს რუსეთში გადასვლის საშუალება მისცა

(თბილისი, 27 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ჩვენ წინააღმდეგობას არ ვუწევთ ჩეჩენი მებრძოლების სურვილს, დატოვონ საქართველო და რუსეთის ფედერაციაში გადავიდნენ. თუ ისინი მოახერხებენ რუსეთში გადასვლას, მაშინ ეს უკვე რუსეთის პრობლემა არის და არა – საქართველოსი”, განაცხადა საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა 26 სექტემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

რუსული მხარე აცხადებს, რომ ამჟამად ინგუშეთში რუსების წინააღმდეგ მებრძოლი ჩეჩნები საქართველოდან გადავიდნენ.

“ასოშიეტედ პრესის” ცნობით ჩეჩენ მებრძოლთა ერთ-ერთმა მეთაურმა რუსლან გილაევმა თავის მებრძოლებთან ერთად დატოვა საქართველო და ამჟამად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფება.

მსგავსი/Related

Back to top button