ახალი ამბები

ევროსაბჭო პანკისის საკითხებში წარმომადგენელს დანიშნავს

(თბილისი, 27 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ევროსაბჭო სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს საქართველოში, რომელიც პანკისის საკითხებზე იმუშავებს. ის ევროსაბჭოს პანკისის შესახებ ინფორმაციას მუდმივად მიაწვდის.

ზურაბ ჟვანიამ,საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში, 26 სექტემბერს განაცხადა, რომ “რუსეთისა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციებს შორის დიალოგი ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში გაიმართება. შეხვედრა ევროსაბჭოს ეგიდით წარიმართება”.

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციამ საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალური დეკლარაცია მიიღო. ევროსაბჭო მოუწოდებს რუსეთს  თავი შეიკავოს სამხედრო ძალის საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებისაგან. 

მსგავსი/Related

Back to top button