ახალი ამბები

რუსი მესაზღვრეები უარყოფენ ინგუშეთში ჩეჩნების ქართული ვერტმფრენებით გადაყვანის შესაძლებლობას

(თბილისი, 26 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურში გაკვირვება გამოხატეს რუსეთის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით ინგუშეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ბრძოლებში მონაწილე ჩეჩნების საქართველოდან ქართული ვერტმფრენებით გადაყვანის თაობაზე.

26 სექტემბერს რუსეთის მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა “მოსკოვში არსებულ წყაროებზე” დაყრდნობით გაავრცელეს ცნობა, რომ “ჩეჩენთა 200 კაციანი ჯგუფი ინგუშეთში საქართველოს არმიის კუთვნილი ვერტმფრენებითYგადაიყვანეს”.

როგორც “სივილ ჯორჯიას” რუსეთის მესაზღვრეთა პრესსსამსახურში განუცხადეს, ეს ინფორმაცია არასწორია და ყურადღებას არ იმსახურებს.

მსგავსი/Related

Back to top button