ახალი ამბები

ევროსაბჭო რუსეთსა და საქართველოს რეკომენდაციებს აძლევს

(თბილისი, 26 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის განხორციელებისგან თავი უნდა შეიკავოს, ხოლო საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად, რათა პანკისის ხოებაში და მთლიანად მის ტერიტორიაზე კვლავ აღდგეს კანონის ძალა, ითქვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც 25 სექტემბერს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მოხსენება მიიღეს.

ასამბლეის დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ევროსაბჭოს წევრი ეს ორივე ქვეყანა ვალდებულია საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად მოეწესრიგებია ყველა სახის უთანხმოება, იუწყება ევროსაბჭოს პრესსამსახური.

ასამბლეამ მიიღო ქართველი და რუსი დეპუტატების თხოვნა მოსკოვში, თბილისსა და კონფლიქტის ადგილას გაიგზავნოს ქართულ-რუსული ერთობლივი საგამომძიებლო კომისია, რომელიც უთანხმოების მშვიდობიანად გადაწყვეტის გზებს მოძებნის. 

მსგავსი/Related

Back to top button