ახალი ამბები

ქართველი და რუსი დეპუტატები პანკისში არსებულ ვითარებას შეისწავლიან

(თბილისი, 25 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ქართველი და რუსი საპარლამენტო დელეგაციები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნას ერთობლივი კომისია, რომელიც პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებას შეისწავლის.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით დელეგაციების ხელმძღვანელებმა ზურაბ ჟვანიამ და დიმიტრი რაგოზინმა ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერეს.

საქართველოს პარლამენტი კი, თავის მხრივ, მოსკოვში დელეგაციის წარგზავნას აპირებს, რომელიც რუს დეპუტატებს შეხვდება. ვიზიტის მიზანი რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობის განმუხტვის გზების ძიებაა. დღეს პარლამენტი დელეგაციის წევრებს აირჩევს.

მსგავსი/Related

Back to top button