ახალი ამბები

აშშ-ის საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ჩვენებები ჯერ არ განუხილავს

(თბილისი, 25 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა, ამ წუთისთვის ის არავითარ კონკრეტულ შეფასებას არ იცნობს. ამის შესახებ მან იმ ჩვენებებზე საუბრისას აღნიშნა, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ აშშ-ის წარუდგინა და სადაც ქართველ ხელისუფალთა და ტერორისტებს შორის კავშირებზეა საუბარი.

რუსეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრებმა აშშ-ის ადმინისტრაციას ის დოკუმენტები მიაწოდეს, რომლებიც, მათი მტკიცებით, ქართველ ჩინოსნებსა და საქართველოში მყოფ ტერორისტთა შორის არსებულ კავშირებს ადასტურებს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა რუს მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა, აშშ-ის ადმინისტრაცია ამ დოკუმენტებს გადახედავს.

“ჩვენ [საქართველოში] რეალურად ჩავატარეთ წვრთნები და მათ [ქართველებმა] მართლაც გაგზავნეს ჯარები პანკისის ხეობაში, რათა იქ ტერორისტებთან დაკავშირებულ პრობლემას გამკლავებოდნენ”, განაცხადა 24 სექტემბერს რიჩარდ ბაუჩერმა.

მსგავსი/Related

Back to top button