ახალი ამბები

შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ეუთოს დამკვირვებლები გაიტაცა

(თბილისი, 25 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – როგორც დღეს საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობა იუწყება, “უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა” 20 სექტემბერს ინგუშეთის საზღვართან მდგომი ეუთოს საზღვრის მონიტორინგის ხუთკაციანი ჯგუფი გაიტაცეს.

“ისინი დაახლოებით ერთ საათში გაათავისუფლეს”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობის პრესმდივანმა. “სამწუხაროდ, მე არა მაქვს უფლება ამ ეტაპზე მეტი კომენტარი გავაკეთო”, დასძინა მან.

1999 წლის დეკემბერში ეუთომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთს შორის არსებული საზღვრის 82-კილომეტრიანი მონაკვეთის მონიტორინგი დაიწყო. 2001 წლის დეკემბერში ეუთო დათანხმდა ოფიციალური თბილისის თხოვნას და სამონიტორინგო ზოლი საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინგუშეთის საზღვართან 58 კილომეტრით გაზარდა.

მსგავსი/Related

Back to top button