ახალი ამბები

საფრანგეთის გენშტაბის დელეგაცია თავდაცვის სამინისტროს ეწვია

(თბილისი, 24 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – თბილისში საქმიანი ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გერენალური შტაბის დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის მსვლელობისას მხარეები ხელს მოაწერენ საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ერთობლივი თანამშრომლობის პროგრამას, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

ფრანგული მხარის განცხადებით, საქართველო-საფრანგეთის ამჟამინდელი მოლაპარაკება მიმდიარეობს ფორმატით – საქართველო გახსნილია საერთაშორის თანამეგობრობისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ საკითხებზე მსჯელობა, თუ რა კონკრეტული დახმარება სჭირდება საქართველოს თავდაცვის სისტემა და რა სახით დაეხმარება საფრანგეთი საქართველოს თავდაცვის უწყებას.

ვიზიტის მსვლელობისას საფრანგეთის დელეგაცია შეხვედრებს მართავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან. თავდაცვის მინისტრ გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრისას, საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციას და ასევე იმ კონკრეტულ სამხედრო დახმარებას, რომელის გამოყოფასაც საფრანგეთის რესპუბლიკა გეგმავს, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

მსგავსი/Related

Back to top button